... ყარადელდაგის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი...
 

ყარადელდაგის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში.

ნამოსახლარი ქედის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზეა დამხრობილი. იმ ადგილს, სადაც ნამოსახლარია, საბჭოთა ტოპო რუკებზე კ(ყ)არადელდაგ ქვია. ამ ადგილიდან სრულად ჩანს მთლიანი ველი ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით. ნამოსახლარი ქედის ჩრდილო, შედარებით ნაკლებად დამრეც ფერდზეა მოწყობილი. მას დასავლეთიდან, ჩრდილოეთის მიმართულებით აღმოსავლეთის კიდემდე აშკარად გამოხატული სათავდაცვო თხრილი შემოუყვება. სამხრეთის მხრიდან, როგორც ჩანს მისი ნაწილი ეროზიის შედეგადაა ჩამოშლილი. ნამოსახლარის შიგნით კარგად ჩანს ნაგებობების ჩაქცეული ბუდობები.

რესურსები ინტერნეტში

  •  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 39262




  Go to top  

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under "Creative Commons - Attribution - Sharealike" [1] and some of the text can also be licensed under the terms of the "GNU Free Documentation License" [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages [3] [4] [5] [6] [7]. Web links: [1] [2]