... ტატიანა მალიშევა ― საქართველოს სსრ-ში მოღვაწე რუსი მომღერალი, მეცო-სოპრანო...
 

ტატიანა მალიშევა (დ. 27 მაისი, 1932, მოსკოვი) ― საქართველოს სსრ-ში მოღვაწე რუსი მომღერალი, მეცო-სოპრანო, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1979).

ბიოგრაფია

1953 წლიდან, ჯერ კიდევ სტუდენტი, იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (მეცო-სოპრანო). 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია. 1961 წლიდან არაერთხელ იყო მიწვეული მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. ჰქონდა მდიდარი კამერული რეპერტუარი;

ქართული რეპერტუარი: ნანო(ზ. ფალიაშვილი "დაისი"), დარეჯანი(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი"), რუსუდანი(რ. გაბიჩვაძე "ნანა"); სხვა რეპერტუარი: კარმენი(ბიზე "კარმენი"), ამნერისი, აზუჩენა(ვერდი "აიდა", "ტრუბადური"), ორტრუდა(ვაგნერი "ლოენგრინი"), ჟანა დ'არკი, პოლინა, გრაფინია, ოლგა(ჩაიკოვსკი "ორლეანელი ქალწული", "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი"), ლიუბაშა(რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), რატმირი(გლინკა "რუსლან და ლუდმილა"), მარინა მნიშეკ(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ფროსია(პროკოფიევი "სიმიონ კოტკო");

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980.  გვ. 469-470.
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 294;
  • წიგნი ღირსებისა, ტ. 5 თბ., 2003 გვ. 10

რესურსები ინტერნეტში





  Go to top  

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under "Creative Commons - Attribution - Sharealike" [1] and some of the text can also be licensed under the terms of the "GNU Free Documentation License" [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages [3] [4] [5] [6] [7]. Web links: [1] [2]