... უზეუმი ვაშინგტონში, რომელიც არის სმითსონის ინსტიტუტის ნაწილი. რენვიკის გ...
 

სმითსონის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი
ინგლ. Smithsonian American Art Museum
კოორდინატები:
38°53′52″ ჩ. გ. 77°01′24″ დ. გ. / 38.89778° ჩ. გ. 77.02333° დ. გ. / 38.89778; -77.02333
დაარსდა 1829
ქვეყანა  ამერიკის შეერთებული შტატები
მისამართი ვაშინგტონი
ვიზიტორები 1.2 მილიონი (2013)
ოფიციალური საიტი http://americanart.si.edu/

სმითსონის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი (ინგლ. Smithsonian American Art Museum) — მუზეუმი ვაშინგტონში, რომელიც არის სმითსონის ინსტიტუტის ნაწილი. რენვიკის გალერეასთან ერთად მუზეუმი ფლობს ხელოვნების ერთ-ერთ უდიდეს კოლექციას, კოლონიური პერიოდიდან დღემდე. მუზეუმში 7000-ზე მეტი მხატვრის ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენების უმეტესობა იმართება მუზეუმის მთავარ შენობაში, ძველ საპატენტო ოფისში (ნაციონალური პორტრეტების გალერეასთან ერთად), ხოლო ხელნაკეთობების თემაზე ორიენტირებული გამოფენები იმართება რენვიკის გალერეაში.

მუზეუმი უზრუნველყოფს ელექტრონულ რესურსებით სკოლებსა და საზოგადოებას ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით. მას აქვს შვიდი ონლაინ კვლევითი მონაცემთა ბაზა 500,000-ზე მეტი ჩანაწერით, მათ შორის ამერიკული ფერწერისა და ქანდაკების ინვენტარიზაციით, სადაც წარმოდგენილია 400,000-ზე მეტ ნამუშევარი მსოფლიოს საჯარო და კერძო კოლექციებში. 1951 წლიდან მუზეუმს აქვს სამოგზაურო საგამოფენო პროგრამა. 2013 წლის მონაცემებით მუზეუმი 2.5 მილიონზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა.

ისტორია

ლუის ფონდის ამერიკული ხელოვნების ცენტრი სმისონის ამერიკული ხელოვნების მუზეუმის მესამე სართულზე

თავდაპირველად მუზეუმში არ იყო დიდი რაოდენობით კოლექცია, რადგან სმითსონის მდივანი ჯოზეფ ჰენრი ამჯობინებდა სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებას.[1] [2] კოლექცია პირველად გამოფინეს სმითსონის თავდაპირველ შენობაში. 1865 წელს ცეცხლმა გაანადგურა კოლექციის დიდი ნაწილი[3] . შემორჩენილი ხელოვნების ნიმუშები შემდგომ ათწლეულებში გადაეცა კონგრესის ბიბლიოთეკას და კორკორანის ხელოვნების გალერეას.[4] 1896 წელს, ნამუშევრები დააბრუნეს სმითსონში, მას შემდეგ რაც კონგრესმა გამოყო თანხა ცეცხლგამძლე ოთახის ასაშენებლად.[5] 1906 წელს კოლექციას ეწოდა ,,ხელოვნების ეროვნული გალერეა". კოლექცია გაიზარდა სმითსონის შენობების ზრდასთან ერთად და განთავსდა სმითსონის ეროვნულ ცენტრში.

1920 წელს ხელოვნების ეროვნული გალერეა გამოეყო ეროვნულ მუზეუმს, გახდა სმითსონის საკუთარი ფილიალი, უილიამ ჰენრი ჰოლმსი კი პირველი დირექტორი.[6] [7] 1924 წელს არქიტექტორმა ჩარლზ ა. პლატმა შეადგინა ხელოვნების ეროვნული გალერეის წინასწარი გეგმა, რომელიც უნდა აშენებულიყო ბუნების ისტორიის მუზეუმის გვერდით.[8] თუმცა, ეს შენობა არასოდეს აშენებულა.[9]

1937 წელს ხელოვნების ეროვნული გალერეა გახდა სახვითი ხელოვნების ეროვნული კოლექცია (NCFA), რადგან ენდრიუ მელონი ამტკიცებდა, რომ წინა სახელი უნდა გადაეცათ ახალი დაწესებულებისთვის, რომელიც შეიქმნა მისი ხელოვნების კოლექციის შემოწირულობით.[10] [11] [12]

1950-იანი წლებისთვის NCFA– მ მაინც დაიკავა მცირე ადგილი ბუნების ისტორიის მუზეუმის შენობაში.[13] 1958 წელს, კონგრესმა საბოლოოდ NCFA–ს გადასცა შენობა, რომელიც გაიზიარა ეროვნული პორტრეტების გალერეასთან, ხოლო მუზეუმმა დაიკავა შენობის ჩრდილოეთ ნახევარი.[14] [15] შენობის სარემონტო სამუშაოები დაიწყო 1964 წელს.[16]

NCFA ახალ შენობაში გაიხსნა 1968 წლის 6 მაისს.[17] მუზეუმის გადასვლა მოხდა ცუდ დროს, რადგან სამეზობლო ერთი თვით ადრე განადგურდა მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის ამბოხებით.[18] NCFA იბრძოდა ვიზიტორების მოსაზიდად მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, რადგან მის გარშემო ქუჩები კვლავ ,,ბნელი და ცარიელი იყო".[19] 199 -იანი წლების ბოლოს მუზეუმის წინ გაიხსნა MCI Center (ახლანდელი Capital One Arena).[20]

NCFA– მ მიიღო ახალი ფილიალი 1972 წელს და გახსნა რენვიკის გალერეა, რომელიც მიეძღვნა დიზაინსა და ხელოსნობას, თეთრ სახლთან მდებარე ისტორიულ შენობაში.[21]

1980 წელს მუზეუმმა სახელი შეიცვალა და გახდა ამერიკული ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რათა უკეთ განესხვავებინა იგი სხვა ფედერალური ხელოვნების მუზეუმებისაგან და ხაზი გაესვათ მუზეუმის ამერიკელი ხელოვანების ყურადღებაზე.[22] [23]

2000 წლის იანვარში მუზეუმი დაიხურა ოფისის შენობის დაგეგმილი სამწლიანი, 60 მილიონიანი რემონტის დასაწყებად.[24] დახურვის დროს მუზეუმის კოლექციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის შესანარჩუნებლად, ბევრი ნამუშევარი გაიგზავნა სამოგზაურო გამოფენების სერიაში "Treasures to Go", სახელწოდებით ,,ისტორიაში უდიდესი მუზეუმის ტური".[25] [26] მუზეუმის სახელი შეიცვალა კვლავ 2000 წლის ოქტომბერში და გახდა ,,სმითსონის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი".[27]

რემონტის დროს შენობის მრავალი განსაკუთრებული არქიტექტურული თვისება აღადგინეს: პორტიკები ათენის პართენონის მიხედვით, მრგვალი ორმაგი კიბე, კოლონადები, თაღოვანი გალერეები, დიდი ფანჯრები და შუქურები.[28] [29] [30] შენობას დაემატა ლუნდერის კონსერვაციის ცენტრი, ლუს ფონდის ამერიკული ხელოვნების ცენტრი, ნან ტაკერ მაკევოის აუდიტორია და რობერტ და არლენ კოგოდის ეზო.[31] იმავდროულად, მუზეუმის ოფისები, ბიბლიოთეკა და საცავი გადავიდა ახლომდებარე Victor Building-ში. რემონტს საბოლოოდ ექვსი წელი და 283 მილიონი დოლარი დასჭირდა.[32] მუზეუმმა და პორტრეტების ეროვნულმა გალერეამ 2006 წლის 1 ივლისს გახსნეს მათი კომბინირებული შენობა, სახელწოდებით დონალდ რეინოლდსის ცენტრი ამერიკული ხელოვნებისა და პორტრეტებისთვის.[33]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. George Brown Goode (1897). The Smithsonian Institution, 1846-1896: The History of Its First Half Century. Smithsonian Institution, გვ. 324. 
  2. Jane Van Nimmen (Spring 2016). „Helena E. Wright, The First Smithsonian Collection: The European Engravings of George Perkins Marsh and the Role of Prints in the U.S. National Museum“. Nineteenth-Century Art Worldwide. ციტირების თარიღი: 2021-07-05.
  3. Homer T. Rosenberger (1969–1970). „Harriet Lane Johnston and the Formation of a National Gallery of Art“. Records of the Columbia Historical Society, Washington, D.C. 69/70: 402. JSTOR 40067721.CS1-ის მხარდაჭერა: თარიღის ფორმატი (link)
  4. William H. Holmes (1922). Catalogue of Collections. Smithsonian Institution National Gallery of Art, გვ. 4. 
  5. თარგი:Cite report
  6. „National Gallery of Art is made separate unit“. The Evening Star. Washington, D.C. July 3, 1920 წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  7. Helena Wright (2015). The First Smithsonian Collection. Smithsonian Institution Scholarly Press, გვ. 256. 
  8. Proceedings of the Board of Regents of the Smithsonian Institution at the Adjourned Meeting held Monday, January 5, 1925, Washington, D.C.: Smithsonian Institution, January 5, 1925, сс. 654–655, https://transcription.si.edu/transcribe/11810/SIA-SIA_000001_BORMTG_1920-1931_212
  9. SIA RU000092, Smithsonian Institution, Prints and Drawings, 1840-. Smithsonian Institution. ციტატა: „Also included are... copies of drawings for the proposed National Gallery of Art (never constructed) by Charles A. Platt, 1924....“ ციტირების თარიღი: January 30, 2018
  10. Homer T. Rosenberger (1969–1970). „Harriet Lane Johnston and the Formation of a National Gallery of Art“. Records of the Columbia Historical Society, Washington, D.C. 69/70: 435–436. JSTOR 40067721.CS1-ის მხარდაჭერა: თარიღის ფორმატი (link)
  11. U.S. Statutes at Large, 75th Congress, 1st Session, Chapter 50. Library of Congress. ციტირების თარიღი: 2021-06-13
  12. Gerald Griffin (May 9, 1937). „The nation's greatest art gift“. The Baltimore Sun წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  13. Paul Sampson (April 2, 1958). „Exhibit to tell American art story“. The Washington Post. p. A3.   via ProQuest (ფასიანი რეგისტრაცია)
  14. Leslie Judd Portner (August 3, 1958). „Government and the world of art“. The Washington Post. p. E7. ციტატა: „Rep. Thompson introduced a bill providing that the building be transferred to the Smithsonian for its art collection and for a National Portrait Gallery. This bill became law on March 28.“   via ProQuest (ფასიანი რეგისტრაცია)
  15. „A new home for galleries is big step“. The Washington Post. April 22, 1962. p. G6.   via ProQuest (ფასიანი რეგისტრაცია)
  16. Leroy F. Aarons (October 9, 1966). „Patenting a grand gallery“. The Washington Post. p. G11.   via ProQuest (ფასიანი რეგისტრაცია)
  17. Mark Stuart (May 6, 1968). „National art gets a new home“. The Morning Call. Paterson, NJ წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  18. Ally Schweitzer (August 23, 2017). „How the Washington Wizards saved the National Portrait Gallery“. WAMU-FM. ციტირების თარიღი: 2021-06-27.
  19. Jo Ann Lewis (July 25, 1999). „The galloping gallery“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 2021-06-27.
  20. Jacob Comenetz (August 31, 2011). „After years of revitalization, Penn Quarter's personality shines“. The Washington Diplomat. ციტირების თარიღი: 2021-06-27.
  21. „Renwick Gallery joins Smithsonian“. Asbury Park Press. January 31, 1972 წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  22. „The Smithsonian Institution today announded changes in the names...“. United Press International. October 16, 1980 წარმოდგენილია NewsBank-ის მიერ.
  23. Paul Richard (October 17, 1980). „National Collection gets a new name“. The Washington Post.   via ProQuest (ფასიანი რეგისტრაცია)
  24. Ellen Sands (January 15, 2000). „Museums to exhibit new look, new space“. The Washington Times წარმოდგენილია NewsBank-ის მიერ.
  25. Maria Puente (January 21, 2000). 'Treasures' tour shares the wealth of America's art“. USA Today წარმოდგენილია NewsBank-ის მიერ.
  26. Michael Kilian (January 23, 2000). „Capital idea“. South Bend Tribune. Chicago Tribune წარმოდგენილია NewsBank-ის მიერ.
  27. „American art museum adds Smithsonian to its name“. Associated Press. October 31, 2000 წარმოდგენილია NewsBank-ის მიერ.
  28. O'Rourke, Ronald. „Through a Glass More Clearly“. Architecture DC.
  29. About the American Art Museum and the Renwick Gallery. Smithsonian Institution. ციტირების თარიღი: 15 March 2013
  30. Neary, Lynn (13 April 2006). „D.C. Museums Near End of Pricey Facelift“. All Things Considered. NPR. ციტირების თარიღი: 2 April 2013.
  31. About the American Art Museum and the Renwick Gallery. Smithsonian Institution. ციტირების თარიღი: 15 March 2013
  32. Edward J. Sozanski (July 2, 2006). „Little-known museums now have room to grow“. The Philadelphia Inquirer წარმოდგენილია NewsBank-ის მიერ.
  33. Johanna Neuman (July 2, 2006). „National art in a new light“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2021-06-26.




  Go to top  

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under "Creative Commons - Attribution - Sharealike" [1] and some of the text can also be licensed under the terms of the "GNU Free Documentation License" [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages [3] [4] [5] [6] [7]. Web links: [1] [2]