... ზ ერისთავი — ქართველი პოეტი, მთარგმნელი. 1850–1860-იან წლებში თანამშრომლობდა ჟუ...
 

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

რევაზ ერისთავი (დ.1827, ოძისი, დუშეთის მაზრა — გ. 1899) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი. 1850–1860-იან წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“. პოპულარული იყო მისი ლექსები „ბიძაჩემს ყაფლანს“ და „ყაფლან ორბელიანს“. ერისთავმა თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ვ. ჟუკოვსკის ნაწარმოებები. ი. კოზლოვის პოემის „შეშლილის“ ერისთავისეული თარგმანი 1861 წელს მკაცრად გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ, რითაც დაიწყო „მამებისა და შვილების ბრძოლა“. ერისთავის წერილს „პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა“ ილია ჭავჭავაძე გამოეხმაურა სტატიაში „პასუხი“.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში





  Go to top  

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under "Creative Commons - Attribution - Sharealike" [1] and some of the text can also be licensed under the terms of the "GNU Free Documentation License" [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages [3] [4] [5] [6] [7]. Web links: [1] [2]