... ას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დანია...
 

ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

მუზეუმის ბაღი
კოორდინატები:
55°58′10″ ჩ. გ. 12°32′35″ ა. გ. / 55.96944° ჩ. გ. 12.54306° ა. გ. / 55.96944; 12.54306
დაარსდა 1958 წ.
ქვეყანა  დანია
მისამართი Fredensborg Municipality[1]
მდებარეობა Humlebæk
კლასიფიკაცია ხელოვნების მუზეუმი
ვიზიტორები 724,580 (2015) [2]
პრეზიდენტი პოულ ერიკ ტეინერი
ოფიციალური საიტი louisiana.dk

ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დანიაში, ქალაქ ჰუმლებეკში, ერესუნის სრუტეს ნაპირზე. მდებარეობს კოპენჰაგენიდან 35 კმ-ით ჩრდილოეთით და ჰელსინგორიდან 10 კმ-ით სამხრეთით, ჩრდილოეთი ზელანდიის რეგიონში. მუზეუმი პოპულარობით მსოფლიო ასეულში შედის და დანიაში ყველაზე პოპულარული ხელოვნების მუზეუმია [3] მუდმივი კოლექციით სპეციალიზირდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ხელოვნებაზე, თუმცა დროებით გამოფენებში სხვა პერიოდების მხატვრებიც ჩნდებიან. ითვლება ასევე თაბამედროვე დანიური არქიტექტურის მნიშვნელოვან მიღწევად.

ისტორია

მუზეუმის სახელწოდება ეკუთვნის ალექსანდერ ბრუნს - მომავალი მუზეუმის შენობის პირველ მფლობელს. მან მაშინდელ ვილას "ლუიზიანა" სამი ცოლის პატივსაცემად დაარქვა. სამივეს ლუიზა ერქვა. [4] მუზეუმი დაარსებული იყო 1958 წელს კნუდ ვ. იენსენის მიერ. ვილის მუზეუმად გადასაქცევად მან არქიტექტორები ვილჰელმ ვოლერტი და იერგენ ბო მოიწვია. ახალი მუზეუმის პირველი ვერსია სამი სივრცისგან შედგებოდა, რომლებსაც მინის დერეფნები აკავშირებდა. იენსენმა შეინარჩუნა შენობის ძველი სახელწოდება. შემდგომში მუზეუმი რამოდენიმეჯერ გაფართოვდა, თანამედროვე მდგომარეობას მან 1991 წელს მიაღწია. [5]

თავდაპირველად ვოლერტი მუზეუმის დანიური ხელოვნებისთვის მიძღვნას აპირებდა, მაგრამ დაარსებიდან რამოდენიმე წელიწადში მუზეუმმა სხვა ქვეყნების ხელოვნების ნიმუშების შეგროვებაც დაიწყო. 1975 წელს მუზეუმის ტერიტორიაზე საკონცერტო დარბაზი გაიხსნა. 2012 წლის ნოემბერში შეიქმნა მუზეუმის ვებ-ტელეარხი "Louisiana TV", რომლის მიზანი მუზეუმის კულტურული პლატფორმის სტატუსის გაძლიერება იყო, 2013 წელს კი შეიქმნა "Louisiana Music" - მუზეუმის საკონცერტო დარბაზში გადაღებული მუსიკალური კლიპებისკენ მიძღვნილი ვებ-გვერდი.

არქიტექტურა

მუზეუმიდ შენობა 1958 წლის განახლებამდე და მუზეუმად ქცევამდე არისტოკრატის ვილა იყო. თანამედროვე შენობა შესრულებულია 1950-იანი წლებისთვის დამახასიათებელ მოკრძალებულ მოდერნისტულ სტილში ჰორიზონტალური ხაზების სიჭარბით, თეთრი კედლებით და მუქი წითელი ფირფიტული ჭერით. არქიტექტორებმა იერგენ ბომ დავილჰელმ ვოლერტმა შენობის დიზაინი სპეციალურად შეუთავსეს გარშემო ბუნებას და ლანდშაფტს, ამას ხელს უწყობს კედლებში ჩასმული მინის პანელები. შთაგონების წყაროდ ბოსთვის და ვოლერტისთვის კალიფორნიული და მინიმალისტური იაპონური არქიტექტურა გახდა.

შემდგომში მუზეუმი შვიდჯერ გაფართოვდა. [6] მუზეუმის თავდაპირველი სივრცე დღეს მუზეუმის ჩრდილოეთ ნაწილად ითვლება. დასავლეთი ნაწილი და დამატებითი ორი სართული შენობას 1966 და 1971 წელს დაემატა, ასევე როგორც საკონცერტო დარბაზი 1976 წელს. 1982 წლის აგებული სამხრეთი ნაწილი გამოირჩევა უფრო ფართო საგამოფენო სივრცით და უფრო მაღალი ჭერით. 1991 წლის ბოლო სერიოზულმა გაფართოებამ მუზეუმს წრიული ფორმა მისცა.

საკონცერტო დარბაზი

საკონცერტო დარბაზი მუზეუმის დასავლეთ მხარეს 1976 წელს დაემატა. დარბაზის აკუსტიკა შემუშავებულია კამერული მუსიკისთვის, თუმცა დარბაზში სხვადასხვა ჟანრის კონვერტები და არამუსიკალური ღონისძიებებიც ტარდება, მათ შორის ლექციები, დებატები, სიმპოზიუმები და ა.შ. დარბაზის სკამების დიზაინის ავტორია დანიელი დიზაინერი პოულ კიერჰოლმი, უკანა კედელი კი მოხატულია ამერიკელი მხატვრის სემ ფრენსისის მიერ.

2007 წელს დაიწყო დარბაზში მუსიკალური ფილმების და კლიპების გადაღების პროექტი, რომელსაც კლიპების ფრანგი რეჟისორი სტეფან ობე ხელმძღვანელობდა. პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალა "Lousiana Music"-ის ოფიცუალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

სკულპტურის ბაღი

მუზეუმის გარშემო ტერიტორიაზე მოწყობილია თანამედროვე სკულპტურის ბაღი. ბაღის კოლექციაში წარმოდგენილია ისეთი მოქანდაკეების ნამუშევრები, როგორც ჟან არპი, მაქს ერნსტი, მაქს ბილი, ალექსანდერ კარდელი, ენზო კუჩი, ჰენრი ლორენსი, ლუის ბურჟუა, ჯოან მირო, დანი კარავანი, ჰენრი მური და სხვები. სკულპტირები მოთავსებულია ან ინდივიდუალურად ბაღის გარშემო, ან განცალკევებულ სივრცეებში. [7]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო





  Go to top  

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under "Creative Commons - Attribution - Sharealike" [1] and some of the text can also be licensed under the terms of the "GNU Free Documentation License" [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages [3] [4] [5] [6] [7]. Web links: [1] [2]