... იის პრინცესა ჰოენცოლერნთა დინასტიიდან. იმპერატორ ვილჰელმ I-ისა და იმპერატ...
 

ლუიზა პრუსიელი
ბადენის დიდი ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 20 სექტემბერი, 1856
მმართ. დასასრული: 28 სექტემბერი, 1907
წინამორბედი: სოფია შვედი
მემკვიდრე: ჰილდა ნასაუელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 დეკემბერი, 1838
დაბ. ადგილი: ბერლინი, პრუსიის სამეფო, გერმანია
გარდ. თარიღი: 23 აპრილი, 1923, (84 წლის)
გარდ. ადგილი: ბადენ-ბადენი, ვაიმარის რესპუბლიკა, გერმანია
მეუღლე: ფრიდრიხ I, ბადენის დიდი ჰერცოგი
(ქ. 1856 - გარდ. 1907)
შვილები: ფრიდრიხ II, ბადენის დიდი ჰერცოგი
ვიქტორია, შვედეთის დედოფალი
სრული სახელი: ლუიზა მარია ელიზაბეთი
დინასტია: ჰოენცოლერნები
მამა: ვილჰელმ I, გერმანიის იმპერატორი
დედა: ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელი
რელიგია: ლუთერანობა

ლუიზა პრუსიელი (გერმ. Louise von Preußen; დ. 3 დეკემბერი, 1838, ბერლინი, პრუსიის სამეფო, გერმანია ― გ. 23 აპრილი, 1923, ბადენ-ბადენი, ვაიმარის რესპუბლიკა, გერმანია) ― პრუსიისა და გერმანიის პრინცესა ჰოენცოლერნთა დინასტიიდან. იმპერატორ ვილჰელმ I-ისა და იმპერატრიცა ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელის ასული. იმპერატორ ფრიდრიხ III-ის და და იმპერატორ ვილჰელმ II-ის მამიდა. ბადენის დიდი ჰერცოგინია 1856-1907 წლებში, როგორც დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ I-ის მეუღლე. დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ II-ისა და შვედეთის დედოფალ ვიქტორიას დედა. შვედეთის მეფე გუსტავ VI ადოლფის ბებია.

ბიოგრაფია

პრუსიის პრინცესა

პრინცესა ლუიზა დაიბადა 1838 წლის 3 დეკემბერს ბერლინში. იგი იყო პრინც ვილჰელმ პრუსიელისა და მისი მეუღლის, პრინცესა ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელის ქალიშვილი. მისი სრული სახელი იყო ლუიზა მარია ელიზაბეთი, რომელიც მისი ბებიების, პრუსიის დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელისა და საქსენ-ვაიმარ-აიზენახის დიდ ჰერცოგინია მარია პავლოვნა რომანოვას პატივსაცემად დაარქვეს. ოჯახურ წრეში პრინცესა ლუიზა „ვივის“ სახელით იყო ცნობილი. მას მხოლოდ ერთი უფროსი ძმა ჰყავდა, შვიდი წლით უფროსი პრინცი ფრიდრიხი.

მართალია ვილჰელმი, როგორც ვაჟსა და მემკვიდრეზე, ფრიდრიხზე უფრო მეტად იყო ხოლმე გადართული, მაგრამ მის ფავორიტ შვილად მაინც ლუიზა სახელდება, რამეთუ იგი დიდ ყურადღებას უთმობდა მას, ხშირად მეცადინეობებისას სტუმრობდა პრინცესას და მასთან ერთად იატაკზეც კი თამაშობდა. ამის საპირისპიროდ, იგი დედასთან ახლოს არასოდეს ყოფილა. ერთ-ერთ სტატიაში აღწერილია, რომ დედასთან შეხვედრებისას ლუიზა ძალიან ნერვიულობდა, გამუდმებით კანკალებდა, თავშეკავებულად იჯდა და აღელვებით პასუხობდა ხოლმე, რომ რამე არ შეშლოდა.

ბადენის დიდი ჰერცოგინია

ლუიზა ქმართან და უფროს ვაჟთან ერთად

1854 წელს პრინცესა ლუიზა ბადენის პრინც რეგენტ ფრიდრიხზე დანიშნეს, რომელზეც იგი 1856 წლის 20 სექტემბერს დაქორწინდა პოტსდამში, რა დროსაც იგი უკვე ბადენის დიდი ჰერცოგი იყო. მას შემდეგ, რაც ლუიზას მამის, მეფე ვილჰელმ I-ის თაოსნობით გერმანია ერთ იმპერიად გაერთიანდა, ლუიზასა და დიდი ჰერცოგის ქორწინებამ იმპერიაში ბადენის როლის ზრდა განაპირობა.

ქორწინებიდან რამდენიმე კვირაში დიდი ჰერცოგინია უკვე პირველ შვილზე დაორსულდა. ცნობილია, რომ ლუიზა ბედნიერად გრძნობდა თავს საიმპერატორო კარიდან შორს, ბადენში, სადაც იგი მოსიყვარულე ცოლისა და დედის სახელით იყო ცნობილი. წყვილს დიდად არ მოსწონდათ კონსერვატიული ბადენი, რის გამოც იტალიის ქალაქ კონსტანცაში შეიძინეს დიდი სასახლე და ზაფხულებს იქ ატარებდნენ, თუმცა ბადენში ისინი მაინც პოპულარობით სარგებლობდნენ.

ლუიზა თავისი რძლის (ძმის ცოლის), კრონპრინცესა ვიქტორიას უმცროსი დის, ჰესენის დიდ ჰერცოგინია ალისა ბრიტანელის ახლო მეგობარი იყო. იგი თავად ვიქტორიასთანაც ახლოს იყო, რის გამოც მათ ხშირი მიმოსვლა და წერილების მიმოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან, მეტიც, ერეოდნენ ერთმანეთის საოჯახო საქმეებში და რჩევებსაც აძლევდნენ. ლუიზასა და ვიქტორიას ურთიერთობა მას შემდეგ გაცივდა, რაც ვიქტორიამ ხელი შეუშალა თავისი დისწულის, პრინცესა ელიზაბეთ ჰესენელის დაქორწინებას ლუიზას ვაჟ ფრიდრიხზე, სანაცვლოდ კი იგი რუსეთის დიდ მთავარ სერგეი ალექსანდროვიჩს მიათხოვეს.

ავსტრო-პრუსო-იტალიური ომისას ლუიზა ინტერესთა კონფლიქტში აღმოჩნდა, რამეთუ იგი პრუსიის პრინცესა იყო, მაგრამ ბადენი ავსტრიის მოკავშირე იყო და ომში პრუსიის წინააღმდეგ იბრძოდა. ამასთან, პრუსიის პრემიერ-მინისტრ ოტო ფონ ბისმარკს, რომელიც დიდი ანტი-კათოლიკე იყო, ისედაც არ მოსწონდა ბადენი და სხვა სამხრეთგერმანული, ღრმად კათოლიკური სამთავროები. თუმცა, ლუიზას გავლენით იმპერატორს არ დაუწყია კათოლიკეთა შევიწროვება, როგორც ამას ბისმარკი მოითხოვდა.

ხანში შესული ლუიზა

აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთთან ომების პერიოდში ლუიზა ზრუნავდა ფრანგებთან ტყვედ ჩავარდნილი გერმანელების გამოხსნა-გამოსყიდვასა და მათი ოჯახებში დაბრუნების თაობაზე.

დაქვრივება და დარჩენილი ცხოვრება

1907 წლის 28 სექტემბერს ლუიზა დაქვრივდა და ბადენის დიდი ჰერცოგი მისი ძე, ფრიდრიხ II გახდა. იმავე წელს მისი ქალიშვილი ვიქტორია შვედეთის დედოფალი გახდა. სულ რამდენიმე წელში დაიწყო პირველი მსოფლიო ომიც, რომელიც ლუიზას ოჯახისათვის ერთობ ტრაგიკული დასასრულით გამოირჩეოდა. 1918-19 წლებში გერმანიას რევოლუციის ტალღამ გადაუარა და მონარქია დაემხო. ტახტი დაკარგა როგორც მისმა ვაჟმა, ისე ძმისწულმა და ყველა მისმა გერმანელმა ნათესავმა. სწორედ ამ რევოლუციისას მისი ქალიშვილი ვიქტორია გერმანიაში სტუმრობდა ახლობლებს. 11 ნოემბერს, იმპერატორ ვილჰელმ II-ის გადადგომით დასრულდა გერმანული მონარქია. ლუიზა და მისი ოჯახი კარლსრუეს სამეფო სასახლიდან გაასახლეს. ცნობილია, რომ მათი გამოსვლისას სასახლეს ბრბოს ალყა ჰქონდა შემორტყმული, რომლისგანაც ყვირილის გარდა ცეცხლსასროლი იარაღების გასროლის ხმაც ისმოდა.

დამხობის შემდეგ მათი ოჯახი ცვინგენბერგის სასახლეში გადავიდა. ახალმა მთავრობამ ასევე გასცა ბადენის დიდი ჰერცოგის ოჯახის დაცვის ბრძანებულება, რამეთუ ლუიზას ქალიშვილი, რომელიც შვედეთის დედოფალი იყო, ამ დროს მათთან იმყოფებოდა და მას არაფერი არ უნდა დამართნოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანია შვედეთთან კონფლიქტს ვერ აიცილებდა. 1919 წელს ჰერცოგის ოჯახი მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ჩვეულებრივ მოქალაქეებად და დაუბრუნა არაერთი სასახლე, როგორც მათი კერძო საკუთრება.

ამის შემდეგ ლუიზა ბადენ-ბადენში მდებარე თავის რეზიდენციაში დასახლდა, სადაც გაატარა უკანასკნელი წლები. იგი სწორედ იქ, 1923 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა, 84 წლის ასაკში.

შვილები

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ფრიდრიხ II 9 ივლისი, 1857

კარლსრუე, გერმანია

9 აგვისტო, 1928

ბადენვაილერი, გერმანია

(71 წლის)

ბადენის უკანასკნელი დიდი ჰერცოგი 1907-1918 წლებში. ცოლად შეირთო

ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის ასული ჰილდა ნასაუელი, მაგრამ

შვილები არ ჰყოლია.

ვიქტორია 7 აგვისტო, 1862

კარლსრუე, გერმანია

4 აპრილი, 1930

რომი, იტალია

(67 წლის)

ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფე გუსტავ V-ს, რომელთანაც შეეძინა სამი ვაჟი,

მათ შორის მომავალი მეფე გუსტავ VI ადოლფი.

ლუდვიგი 12 ივნისი, 1865

კარლსრუე, გერმანია

23 თებერვალი, 1888

კარლსრუე, გერმანია

(22 წლის)

გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.

წინაპრები

ლიტერატურა

  • Van der Kiste, John (July 2001). "Louise, Grand Duchess of Baden: 'A model sovereign princess'". Royalty Digest. Retrieved 30 November 2010.
  • Marianne Derron: Adèle de Pierre in German, French and Italian in the online Historical Dictionary of Switzerland, 8 April 2020.
  • The Illustrated American, Volume 11. New York: The Illustrated American Publishing Co. 1892. p. 40. princess louise of baden prussia grand duchess.
  • Roberts, Dorothea (1888). Two royal lives: gleanings from Berlin and from the lives of their Imperial Highnesses The Crown Prince and Princess of Germany. London: T. Fisher Unwin. p. 47. princess louise of baden prussia grand duchess.
  • Alice of Hesse, Grand Duchess (2005). John Murray (ed.). Alice, Grand Duchess of Hesse, Princess of Great Britain and Ireland. London: Elibron Classics.
  • Monroe, Paul (1912). A cyclopedia of education, Volume 3. New York: The Macmillan Company.
  • Nightingale, Florence (2001). Lynn McDonald (ed.). The collected works of Florence Nightingale, Volume 1. Toronto: Wilfrid Laurier University Press. p. 185. ISBN 9780889203877.
  • New York Times Staff (1917). New York Times current history: the European war, Volume 11. New York: The New York Times Company. p. 356.
  • Heribert Jansson (in Swedish). Drottning Victoria (Queen Victoria). Hökerbergs Bokförlag. (1963) ISBN.
  • Hof- und Staats-Handbuch des Großherzogtum Baden (1910), "Großherzogliches Haus", pp. 3-4
  • "Rote Kreuz-Medaille", Königlich Preussische Ordensliste (in German), Berlin, 1895, p. 268 – via hathitrust.org
  • Staatshandbuch für den Freistaat Sachsen: 1873. Heinrich. 1873. p. 155.
  • Hof- und Staats-Handbuch des Königreich Württemberg (1907), "Königliche Orden" p. 136
  • "Real orden de Damas Nobles de la Reina Maria Luisa". Guía Oficial de España: 166. 1887. Retrieved 21 March 2019.
  • Joseph Whitaker (1894). An Almanack for the Year of Our Lord ... J. Whitaker. p. 112.
  • "No. 26725". The London Gazette. 27 March 1896. p. 1960.




  Go to top  

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under "Creative Commons - Attribution - Sharealike" [1] and some of the text can also be licensed under the terms of the "GNU Free Documentation License" [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages [3] [4] [5] [6] [7]. Web links: [1] [2]