... ატიული პარტია კადეტები — პოლიტიკური პარტია რუსეთის იმპერიაში. არსებობდა 190...
 

კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია კადეტები — პოლიტიკური პარტია რუსეთის იმპერიაში. არსებობდა 1905-1917 წლებში. შეიქმნა 1905 წლის რევოლუციის დროს, 1905 წლის ოქტომბერში. მისი თვალსაჩინო წევრები იყვნენ მილიუკოვი, მაკლაკოვი, სტრუვე და სხვები. მათი პროგრამა ითვალისწინებდა რუსეთში კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებას არჩევითი პარლამენტით და პიროვნების პოლიტიკური თავისუფლებებით, ასევე უმიწო გლეხებისთვის მიწების გადაცემას საუფლისწულო, სახელმწიფო და საეკლესიო მიწების ხარჯზე. კადეტები ემხრობოდნენ დაქირავებით დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას, 8-საათიანი სამუშაო დღის ეტაპობრივ შემოღებას, ეროვნულ საკითხში მხარს უჭერდნენ ენათა თავისუფლებას, იმპერიის ფარგლებში უშვებდნენ პოლიტიკურ და ფინანსურ ავტონომიას. კადეტების მთავარი ხაზი რუსეთის მშვიდონიანი, არარევოლუციური განვითარება იყო. მათ მხარი დაუჭირეს 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტს. მათ უმრავლესობა ჰქონდათ პირველი მოწვევის რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმაში. კადეტების პოლიტიკამ გაუადვილა მთავრობას სათათბიროს II მოწვევს დათხოვნა. ამან დასცა მათი ავტორიტეტი ხალხში. III სათათბიროში კადეტებს მხოლოდ 54 დეპუტატი ჰყავდათ. IV სათათბიოში კადეტები უფრო მემარცენე პოზიციებზე იდგნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს კადეტებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მთავრობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ კადეტები აქცია წამყვან ძალად დროებითმთავრობაში. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა კადეტები ხალხის მტრებად გამოაცხადეს მათი საქმიანობა აკრძალეს. კადეტები იატაკქვეშა მუშაობაზე გადავიდნენ. 1921 წეს, პარიზში კადეტთა ყრილობაზე განხეთქილება მოხდა, რითაც დასრულდა პარტიის არსებობა.

ლიტერატურა





  Go to top  

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under "Creative Commons - Attribution - Sharealike" [1] and some of the text can also be licensed under the terms of the "GNU Free Documentation License" [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages [3] [4] [5] [6] [7]. Web links: [1] [2]