... ივანე ბუქურაული ― ქართველი ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი, მწერალი....
 

ივანე ბუქურაული (დ. 16 აპრილი, 1869, ზემო ალვანი — გ. 23 მარტი, 1943) ― ქართველი ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი, მწერალი.

ბიოგრაფია

ჟურნალ–გაზეთებში „ივერიაში“, „კვალში“, „მოამბესა“ და „აკაკის კრებულში“ აქვეყნებდა ქართული ზეპირსიტყვიერების მასალებს (თუშურს, იშვიათად ხევსურულს). კრებულ „ძველ საქართველოში“ გამოაქვეყნა 1895–1902 წლებში ქართულ პერიოდიკაში დაბეჭდილი თუშური ლექსები და მათი ვარიანტები, დაურთო კომენტარები და ლექსიკონი. ავტორია ნარკვევებისა: „თუშების თქმულებანი მეფე ერეკლე მეორის შესახებ“ („ივერია" 1895 წელი), „ლაშარის ჯვარი და თამარ დედოფალი“ („მოამბე“ 1898 წელი), „დაღესტნის სამი იმამი“. ხალხურ გადმოცემებზე დაყრდნობით დაწერა მოთხრობები: „ზურაბის კოშკი“ და „მუცალხანი“.

დაკრძალულია ზემო ალვანში.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში





  Go to top  

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under "Creative Commons - Attribution - Sharealike" [1] and some of the text can also be licensed under the terms of the "GNU Free Documentation License" [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages [3] [4] [5] [6] [7]. Web links: [1] [2]