... ერის ხელოვნების მუზეუმი (დხმ) - ხელოვნების მუზეუმი ამერიკის შეერთებულ შტატ...
 

დენვერის ხელოვნების მუზეუმი
ინგლ. Denver Art Museum

მუზეუმის შენობა
კოორდინატები:
39°44′14″ ჩ. გ. 104°59′23″ დ. გ. / 39.73722° ჩ. გ. 104.98972° დ. გ. / 39.73722; -104.98972
დაარსდა 1923 წ.
ქვეყანა  ამერიკის შეერთებული შტატები
მისამართი დენვერი
მდებარეობა აშშ, კოლორადო, დენვერი
ექსპონატი 70,000-ზე მეტი
კლასიფიკაცია ხელოვნების მუზეუმი
ვიზიტორები წლიურად დაახ. 600,000 [1]
ოფიციალური საიტი denverartmuseum.org/en

დენვერის ხელოვნების მუზეუმი (დხმ) (ინგლ. The Denver Art Museum (DAM)) - ხელოვნების მუზეუმი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში, მეთოთხმეტე გამზირზე. სპეციალიზირდება თანამედროვე და კლასიკურ ამერიკულ და მსოფლიო ხელოვნებაზე და ფლობს 70,000-ზე მეტ ექსპონატს. მუზეუმი ქვეყნის დასავლეთი სანაპიროდან ჩიკაგომდე ერთ-ერთი უდიდესია [2] და უმეტესად დენვერის გარე არასამთობრობო ორგანიზაციის მიერ ფინანსდება.

ისტორია

მუზეუმის ისტორია იწყება 1893 დენვერის სამხატვრო კლუბის დაარსებით. [3] 1917 კლუბმა "დენვერის ხელოვნების ასოციაცია" დაირქვა და რამოდენიმე წელიწადში თავისი პირველი გალერეა გახსნა. 1922 წელს ჯორჯ კრამერმა და დელოს ჩაპელმა ასოციაციას ჩაპელის საზლი აჩუქა და შენობაში ახალი გალერეა გაიხსნა, რომელიც 1923 წელს დენვერის ხელოვნების მუზეუმის სახელით გახდა ცნობილი.

1948 წელს მუზეუმმა გაფართოება დაიწყო - ნაყიდი იყო შენობა აკომსს და მეთოთხმეტე გამზირზე, ქალაქის ცენტრალური პარკის სამხრეთით. შენობა დენვერელმა არქიტექტორმა ბურნამ ჰოიტმა განაახლა და ის შლერის მემორიალური გალერეის სახელით გაიხსნა 1948 წელს. შლერის გალერეა მნიშვნელოვანი შენაძენი იყო, მაგრამ მუზეუმი შემდგომ გაფართოვებას გეგმავდა - კრესის ფონდმა მუზეუმს სამი კოლექციის გადაცემა შესთავაზა (მათი საერთო ღირებულება 2 მილიონ დოლარს შეადგენდა) იმ პირობით, რომ მათთვის ახალი შენობა გაიხსნებოდა. მუზეუმმა დაფინანსება დენვერის მერიას მოსთხოვა, მაგრამ თანხის დროული შეგროვება ვერ მოხდა. ახალი შენონა მხოლოდ 1954 წელს აშენდა, მუზეუმმა კრესის ფონდის კოლექციები მაინც მიიღო. [4]

1971 წელს გაიხსნა ახალი შვიდსართულიანი შენობა, რომელიც იტალიელმს მოდერნისტმა არქიტექტორმა ჯო პონტომ დააპროექტა ადგილობრივი არქიტექტორების დახმარებით. ეს პონტის ერთადერთი დასრულებული პროექტი გახდა შეერთებულ შტატებში. [5] 2006 წელს მუზეუმს დუნკანის პავილიონი (პირველ შენობას დამატებული მეორე სართული; 2019 წელს დანგრეული იყო) და ფრედერიკ ჰამილტონის შენობა დაემატა. 2016 წელს დაიწყო მუზეუმის 150 მილიონ დოლარიანი კაპიტალური განახლების პროექტი, რომლის ფარგლებში აიგებოდა ახალი საგამოფენო სივრცე, ახალი მისაღები ცენტრი და ორი ახალი რესტორანი. [6] მისი დასრულება დაგეგმილი იყო 2021 წელს, ძირითადი შენობის 50-ე წლისთავისთვის. [7]

კოლექცია

მუზეუმი მოიცავს 70,000-ზე მეტ ექსპონატს და ცხრა საკურატორო დეპარტამენტს: აფრიკული ხელოვნება; არქიტექტურა, დიზაინი და გრაფიკა; ძველი ამერიკების ხელოვნება; აზიური ხელოვნება; აბორიგენული ხელოვნება (აფრიკული, ამერიკული, ოკეანური და ინდური); ახალი სამყარო (პრეკოლუმბური და ესპანური კოლონიური); ფერწერა და სკულპტურა (ევროპული და ამერიკული); დასავლური ხელოვნება და ტექსტილის ხელოვნება და მოდა. [8] განსაკუთრებულად ცნობილია მუზეუმის ამერიკელი ინდიელი ტომების ხელოვნების კოლექცია. დასავლური ხელოვნების კოლექციას მეთვალყურობს დასავლური ამერიკული ხელოვნების პეტრის ინსტიტუტი. [9] ყოველ საკურატურო დეპარტამენტს გსაჩნია ასევე თემატური კომცენტრაციები.

არქიტექტურის, დიზაინის და გრაფიკის დეპარტამენტი დაარსა მუზეუმის მაშინდელმა დირექტორმა ლუის ლ. შარპმა 1990 წელს. ის მოიცავს ისეთ კონცენტრაციებს, როგორც 1960-1970 წლების იტალიური დიზაინი, ამერიკული გრაფიკა 1950-იანი წლებიდან დღემდე, მეორე მსოფლიოს შემდგომი პერიოდის დასავლური ევროპის და ამერიკის დიზაინი, თანამედროვე იაპონიის დიზაინი და ა.შ. აზიური ხელოვნების დეპარტამენტი მოიცავს ჩინურ, იაპონურ, ინდურ და სხვა ქვეყნების ხელოვნებსს უძველესი პერიოდიდან დღემდე. კოლექციის შეგროვება დაიწყო 1919 წელს მუზეუმისთვის ნაჩუქარი ექსპონატრბით. [10] აბორიგენული ხელოვნების კოლექციაში შედის ისეთი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები, როგორც ჯეფრი გიბსონი,, როუზ სიმპსონი, ფრიც შოლდერი, მარი ვატი, ნიკოლას გალანინი, ვირჯილ ორტიზი და სხვები.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო





  Go to top  

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under "Creative Commons - Attribution - Sharealike" [1] and some of the text can also be licensed under the terms of the "GNU Free Documentation License" [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages [3] [4] [5] [6] [7]. Web links: [1] [2]