... ა და კულტურის ეროვნული მუზეუმი — სმიტსონის ინსტიტუტის მუზეუმი, რომელიც მდ...
 

აფრო-ამერიკული ისტორიისა და კულტურის ეროვნული მუზეუმი
კოორდინატები:
38°53′28″ ჩ. გ. 77°01′57″ დ. გ. / 38.89111° ჩ. გ. 77.03250° დ. გ. / 38.89111; -77.03250
დაარსდა 2003 წლის 19 დეკემბერი
ქვეყანა  ამერიკის შეერთებული შტატები
მისამართი ვაშინგტონი[1] [2]
მდებარეობა National Mall[1] [3]
ექსპონატი 40,000
ვიზიტორები 1.9 მილიონი (2018)
ოფიციალური საიტი https://nmaahc.si.edu/

აფრო-ამერიკული ისტორიისა და კულტურის ეროვნული მუზეუმი (ინგლ. National Museum of African American History and Culture) — სმიტსონის ინსტიტუტის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ვაშინგტონში, აშშ. იგი დაარსდა 2003 წლის დეკემბერში და გაიხსნა 2016 წლის სექტემბერში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხელმძღვანელობით.

აფრო-ამერიკული ისტორიისა და კულტურის ფედერალურ საკუთრებაში არსებული მუზეუმის დაარსების წარმატებული მცდელობა 1970-იან წლებამდე არ ყოფილა. 1988 წელს დაიწყო საკანონმდებლო ინიციატივა, რამაც გამოიწვია 2003 წელს მუზეუმის ავტორიზაცია. ადგილი შეირჩა 2006 წელს, ხოლო Freelon Group/Adjaye Associates/Davis Brody Bond–ის მიერ წარმოდგენილი დიზაინი დამტკიცდა 2009 წელს. მშენებლობა დაიწყო 2012 წელს და მუზეუმი დასრულდა 2016 წელს. 4

მუზეუმი არის მსოფლიოში უდიდესი მუზეუმი, რომელიც ეძღვნება აფრო-ამერიკულ ისტორიასა და კულტურას.[4] მუზეუმს 40 000-ზე მეტი ობიექტი აქვს კოლექციაში. თუმცა ექსპონატი აქედან მხოლოდ 3500-მდეა. შენობა არის 350,000 კვადრატული ფუტის (33 000 მ) და აქვს 10 სართული (ხუთი მიწის ზემოთ და ხუთი მიწისქვეშა).

ისტორია

მუზეუმი 2015 წლის სექტემბერში

ადრეული ძალისხმევა

მუზეუმის ისტორია 1915 წლიდან იწყება, როდესაც გაერთიანებული არმიის აფრო-ამერიკელი ვეტერანები შეხვდნენ ვაშინგტონის მეცხრამეტე ქუჩის ბაპტისტურ ეკლესიას,[5] გაერთიანების მიზნით. რასობრივი დისკრიმინაციით იმედგაცრუებულმა ვეტერანებმა შექმნეს კომიტეტი მემორიალის შესაქმნელად. მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო 1929 წელს, როდესაც პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰუვერმა დანიშნა მური ჩერჩ ტერელი, მერი მაკლეოდ ბეთუბი და კიდევ 10 სხვა კომისიაში, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ „ეროვნული მემორიალური შენობის" მშენებლობაზე, რომელიც ასახავდა აფრო-ამერიკულების მიღწევებს ხელოვნებასა და მეცნიერებაში. მაგრამ კონგრესმა არ დაუჭირა მხარი პროექტს და კერძო სახსრების მოძიებაც ჩაიშალა. [6]

1981 წელს კონგრესმა დაამტკიცა ფედერალური წესდება ეროვნული აფრო-ამერიკული მუზეუმისთვის ვილბერფორსში, ოჰაიო. 1980-იანი წლების დასაწყისში ტომ მაკმა (ტურისტული ავტობუსების კომპანიის Tourmobile აფრო-ამერიკელმა თავმჯდომარემ) დააფუმნა განათლებისა და ეკონომიკური განვითარების ეროვნული საბჭო (NCEED). მაკის განზრახვა იყო არაკომერციული ჯგუფის გამოყენება შავკანიანთა საზოგადოებაში ეკონომიკური განვითარების, განათლებისა და ხელოვნების შესახებ თავისი იდეების გასაუმჯობესებლად. მაკი არ თანამშრომლობდა სხვა შავკანიან კულტურულ ფონდებთან, რომლებიც მუშაობდნენ აფრო-მერიკელების წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად. მაკი დაუკავშირდა მიკი ლელანდს ეროვნული მუზეუმის შესახებ, რომელიც ორიენტირებული იყო აფრო-ამერიკელებზე და 1985 წელს მოიპოვა ფედერალური კანონმდებლობის მხარდაჭერა. 1987 წელს, ამერიკის ისტორიის ეროვნულმა მუზეუმმა დააფინანსა მთავარი გამოფენა ,,Field to Factory", რომელიც ორიენტირებული იყო შავკანიანთა დიასპორაზე სამხრეთიდა5 1950-იან წლებში.

1987 და 1988 წლებში NCEED–მა დაიწყო კონგრესის შავკანიან წევრებს შორის მოლაპარაკება იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც დაარსებდა ვაშინგტონში დამოუკიდებელ აფრო-ამერიკულ ეროვნულ ისტორიულ მუზეუმს. ჯონ კიზარდი, AAMA– ს პრეზიდენტი და ანაკოსტიის საზოგადოების მუზეუმის თანადამფუძნებელი ეწინააღმდეგებოდა NCEED– ის მცდელობას. კინარდი და AAMA ამის ნაცვლად მხარს უჭერდნენ კონგრესის მიერ 50 მილიონი აშშ დოლარის ფონდის შექმნას შავკანიანთა ისტორიის ადგილობრივი მუზეუმების მხარდასაჭერად.

1988 წელს რესპუბლიკელებმა ჯოზ ლუისმა და მიკი ლელანდმა შემოიღეს კანონმდებლობა სმითსონის ინსტიტუტის ფარგლებში ცალკეულ აფრო-ამერიკულ ისტორიულ მუზეუმებზე. მაგრამ კანონპროექტს კონგრესში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა მოჰყვა მისი ღირებულების გამო. კანონპროექტი საბოლოოდ ჩაიშალა. [7]

გახსნა

საბოლოოდ, მუზეუმი 2016 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა.[8] გახსხას მოჰყვება ერთკვირიანი სპეციალური ღოზისძიებები. იმ კვირაში მუზეუმი მთელი დღის გახმავლობაში გახსნილი იყო ხალხისა და ვიზიტორების მოსაზიდად.[9]

მუზეუმის ექსპონატებიდან 130-ზე მეტს ვიდეო და აუდიო ინსტალაცია დაემატა. 2016 წლის იანვარში მუზეუმმა მიიღო 10 მილიონი ანშ დოლარის ღირებულების ექსპონატები დევიდ რუბეზშტეინისგან, რომელიც გახლავთ The Cariyle Group— ის აღმასრულებელი დირექტორი და სმიტსონის რეგენტი.[10] ასევე 1 მილიონი დოლარის შემოწირულობა VWelis Fargo- სგან.[11] 2016 წლის მარტის ბოლოს, მაიკროსოფტმა მუზეუმს 1 მილიონი დოლარი გადასცა შემოწირულობის სახით.[12] 27 მარტს მუზეუმმა კრიტიკა გამოიწვია იმის გამო, რომ გამოიფინა მსახიობ ბილ კოსბის ნივთები. ქალებმა, რომლებმაც დაადანაშაულეს კოსბი სექსუალურ ძალადობაში, გააპროტესტეს გამოფენა[13] 2016 წლის 23 სექტემბერს რობერტ სმიტმა, Vista Equity Partners- ის დამფუძნებელმა, თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, მუზეუმს 20 მილიონი აშშ დოლარი გადასცა.[14]

ლიტერატურა

  • Blakey, Michael L. (1994). "American Nationality and Ethnicity in the Depicted Past", The Politics of the Past. New York: Psychology Press. ISBN 9780415095549. 
  • Robinson, Randall (2001). The Debt: What America Owes to Blacks. New York: Plume. ISBN 9780525945246. 
  • Ruffins, Fath Davis (June 1998). „Culture Wars Won and Lost, Part II: Ethnic Museums on the Mall“. Radical History Review: 68–79.
  • Rybczynski, Witold (2013). How Architecture Works: A Humanist's Toolkit. New York: Farrar, Straus and Giroux. ISBN 9780374211745. 
  • (2015) Through the African American Lens: Double Exposure. Washington D.C.: National Museum of African American History and Culture, Smithsonian Institution. ISBN 9781907804465. 
  • Worth, Michael J. (2016). Nonprofit Management: Principles and Practice. Los Angeles: Sage Publications. ISBN 9781483375991. 

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1 2 Google Maps — 2005.
    <a href='https://wikidata.org/wiki/Track:Q12013'></a>
  2. Geographic Names Information System
    <a href='https://wikidata.org/wiki/Track:Q136736'></a>
  3. https://siarchives.si.edu/history/national-museum-african-american-history-and-culture
  4. 13 destinations for African-American history and culture (May 23, 2019).
  5. Yahr, Emily (September 24, 2016). 'We did it': Read John Lewis's emotional speech at the African American Museum opening“. The Washington Post. ციტირების თარიღი: October 10, 2016.
  6. Wilkins, Robert L. (March 23, 2003). „A Museum Much Delayed“. The Washington Post. p. B8.
  7. Swisher, Kara (October 16, 1989). „Black-History Museum Plan Sparks Debate“. The Washington Post. p. A1.
  8. McGlone, Peggy (January 30, 2016). „Lonnie Bunch Has Eight Months to Get Ready for African American Museum Opening“. The Washington Post. ციტირების თარიღი: February 2, 2016.
  9. Niedt, Bob (February 2, 2016). „Opening date, events set for National Museum of African American History and Culture“. Washington Business Journal. ციტირების თარიღი: February 3, 2016.
  10. McGlone, Peggy (January 20, 2016). „Smithsonian donor David Rubenstein gives $10 million to African American museum“. The Washington Post. ციტირების თარიღი: February 3, 2016.
  11. Wells Fargo Donates Visual Art and $1 Million to the Smithsonian's National Museum of African American History and Culture (January 21, 2016). ციტირების თარიღი: February 3, 2016
  12. Gilgore, Sara (March 24, 2016). „Microsoft is giving $1 million to the National Museum of African American History and Culture“. Washington Business Journal. ციტირების თარიღი: March 28, 2016.
  13. Hansen, Drew (March 28, 2016). „African-American history museum's plan to include Cosby items draws criticism“. Washington Business Journal. ციტირების თარიღი: March 28, 2016; Bowley, Graham (March 27, 2016). „Museum's Plan to Include Cosby Material Draws Criticism From Accusers“. The New York Times. ციტირების თარიღი: March 29, 2016.
  14. Alexander, Keith L. (September 23, 2016). 'Who is this Robert Smith?': A quiet billionaire makes some noise with $20 million gift to the African American museum“. The Washington Post. ციტირების თარიღი: September 23, 2016.




  Go to top  

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under "Creative Commons - Attribution - Sharealike" [1] and some of the text can also be licensed under the terms of the "GNU Free Documentation License" [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages [3] [4] [5] [6] [7]. Web links: [1] [2]