... ალექსანდრე გაბაშვილი — ქართველი სამხედრო პირი, გენერალ-მაიორი (1917)....
 

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბაშვილი.

ალექსანდრე გაბაშვილი (დ. 22 იანვარი, 1875, თბილისი — გ. 27 იანვარი, 1937, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, გენერალ-მაიორი (1917).

ბიოგრაფია

1902 წელს დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. 1904–1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში; 1906–1913 წლებში მსახურობდა ირკუტსკის და თურქესტანის სამხედრო ოლქებში; 1914–1918 წლებში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1918 წლიდან დაინიშნა მე–11 წითელი არმიის შტაბში. 1920 წლიდან იყო აზერბაიჯანის სსრ-ის სამხრეთ საზღვრის სახალხო კომისარიატის სამხედრო ნაწილის უფროსი. მას დავალებული ჰქონდა აზერბაიჯანის წითელი არმიის ჩამოყალიბება. 1921 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს სსრ-ის სამხედრო-საზღვაო კომისარიატში შტაბის და სამხედრო ნაწილის უფროსად. 1923–1928 წლებში იყო ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის ჯარების შტაბში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1928 წელს თადარიგში გავიდა. ეწეოდა სამხედრო–პედაგოგიურ მოღვაწეობას. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში





  Go to top  

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under "Creative Commons - Attribution - Sharealike" [1] and some of the text can also be licensed under the terms of the "GNU Free Documentation License" [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages [3] [4] [5] [6] [7]. Web links: [1] [2]