... ელი — რეჟისორ ოთარ იოსელიანის მიერ 1958 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი მხატ...
 

აკვარელი — რეჟისორ ოთარ იოსელიანის მიერ 1958 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.

ფილმი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია, რომელიც ა. გრინის მოთხრობების მიხედვითაა გადაღებული.

სიუჟეტი

ფილმში ნაჩვენებია ღარიბი ოჯახის ცხოვრება. ცოლი მრეცხავია, ქმარი — ლოთი, რომელიც ცოლის გამომუშავებულ ბოლო გროშებს სასმელში ხარჯავს. ერთხელაც, მორიგი ჩხუბის დროს, ცოლისგან თავის დასაღწევად გაქცეული ქმარი მუზეუმში ცდილობს დამალვას. უცებ, მუზეუმის გიდის ახსნისას, ყურადღებას შეაჩერებენ აკვარელით შესრულებულ სურათზე, რომელზეც მათი სახლია გამოსახული. უსმენენ გიდის სიტყვებს და ახლა უკვე სულ სხვა თვალით შეხედავენ თავიანთ უბადრუკ ქოხს…

მთავარ როლებში

რესურსები ინტერნეტში





  Go to top  

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under "Creative Commons - Attribution - Sharealike" [1] and some of the text can also be licensed under the terms of the "GNU Free Documentation License" [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages [3] [4] [5] [6] [7]. Web links: [1] [2]